The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხა ჯიღაური

მიხა ჯიღაური
დაბადების თარიღი:1869
გარდაცვ. თარიღი:1950  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კაკაბეთი, საგარეჯოს რაიონი.

 ბავშვობიდანვე ლაზათიანად, დიდი გემოვნებით ასრულებდა ქართლ-კახურ სიმრერებს დღეობებსა და ქორწილებში. მღეროდა თავშესაქცევად, თან მიწას ამუშავებდა; 1927 წელს მწერალმა იოსებ მჭედლიშვილმა კახელ მომღერალთა კონცერტი გამართა რუსთაველის სახელობის თეატრში; მან კონცერტზე გამოიყვანა ცნობილი მომღერლები: შილდელი ლევან ასაბაშვილი("დედას ლევანა") და ალექსი ელოშვილი("ოსტატი ალექსა"), გრემელი მიხა ავგაროზიშვილი და კაკაბელი მიხო ჯიღაური; მათგან ყველაზე ახალგაზრდა, 60 წელს მიღწეული, მიხო ჯიღაური იყო, მაგრამ როგორც სხვების, ისე მისი ხმაც ჭექდა და ელვარებდა; კონცერტმა აღტაცებაში მოიყვანა კომპოზიტორები ზაქარია ფალაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, კოტე ფოცხვერაშვილი და ახალგაზრდა მუსიკოსები; იოსებ მჭედლიშვილმა მომდევნო წლებში ზედიზედ გამართა კაკაბელთა გუნდის კონცერტი როგორც თბილისში, ისე სხვაგანაც; მოკლე ხნით სანდრო ახმეტელმა კაკაბელთა გუნდი, უფრო კი მიხო ჯიღაური, ჩართო რუსთაველის თეატრის სპექტაკლებში; კირილე პაჭკორიამ ალღო აუღო მიხოს ნიჭს, შესაძლებლობებს და კაკაბელები ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდში მიიწვია ქართლ-კახური სიმღერების შემსრულებლებად(მათ ახალგაზრდა მომღერალი ვანო მჭედლიშვილი ხელმძღვანელობდა); 1930 წლიდან ისინი ძუკუ ლოლუას სახელობის გუნდთან ერთად წარმატებით გამოდიოდნენ სადღესასწაულო კონცერტებზე; იყვნენ აჭარა-აფხაზეთსა და ბაქოში; განსაკუთრებით აღსანიშნავია 1935 წლის კონცერტები მოსკოვში - კრემლში და აგარაკ გორკაში; აქ გუნდი წარდგა მაქსიმ გორკისა და მისი სტუმრის, ფრანგი მწერლის და მუსიკოსის რომენ როლანის წინაშე; რომენ როლანი დაატყვევა მიხოს ხმამ და ოსტატობამ, აგრეთვე კახური სიმღერების მდიდარმა პოლიფონიამ; მიხო ჯიღაურმა ბევრს გადასცა თავისი ცოდნა, გამოცდილება და დიდი ამაგი დასდო ქართული ხალხური სიმღერის შემდგომი დახვეწისა და გავრცელების საქმეს; ხალხური მომღერალი, ლოტბარი.

წყარო: http://chanting.ge/?page_id=7 


გააზიარე: