Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვარდან დადიანი![]()
Biographyსაქართველოს დიდგვაროვანი ფეოდალი XII საუკუნის II ნახევარში. თამარ მეფის კარზე ეჭირა ჯერ ჩუხჩარხის თანამდებობა, შემდეგ მსახურთუხუცესობა. დადიანმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ვლადიმირ-სუზდალის მთავრის, ანდრია ბოგოლუბსკის ვაჟ იურის გასამეფებლად დიდგვაროვანთა მიერ მოწყობილ აჯანყებაში. მისი თაოსნობით გამოიყვანეს გიორგი ტაოდან დასავლეთ საქართველოში და მეფედ აკურთხეს. აჯანყების დამარცხების შემდეგ დადიანმა დაკარგა მსახურთუხუცესობა და ჩამოშორდა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3. -თბ., 1978. - გვ. 329
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |