The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა შურღაია

შოთა შურღაია
დაბადების თარიღი:4 აპრილი, 1920
გარდაცვ. თარიღი:16 აგვისტო, 2005  (85 წლის ასაკში)
კატეგორია:მფრინავი, სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა ფოთის ჰიდრომელიორაციული ტექნიკუმი 1938 წელს, ამავე წელს განაგრძო სწავლა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში.

1940 წელს კომკავშირული საგზურით გაგზავნეს ავიაციაში. დიდი სამამულო ომის (1941-1945) დროს საავიაციო პოლკის რგოლის მეთაური იყო. მის ანგარიშზეა 110 საბრძოლო გაფრენა. გამოჩენილი მამაცობისათვის შურღაიას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა. გვარდიის პოდპოლკოვნიკი. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.59; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.122

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
  • 1946 - საბჭოთა კავშირის გმირი
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი (2 ორდენი)
  • დიდების III ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)
  • ლენინის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

გააზიარე: