The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შუშანიკი

ოფიციალური სახელი:შუშანიკ მამიკონიანი
დაბადების თარიღი:04??
გარდაცვ. თარიღი:04??
დაკრძალვის ადგილი:მეტეხის ხვთისმშობლის ტაძარი, თბილისი
კატეგორია:დიდგვაროვანი, წმინდანი

ბიოგრაფია

ქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლე (V საუკუნის II ნახ.). სომეხი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული. როდესაც საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა უარჰყო ქრისტიანობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, შუშანიკი გაემიჯნა ქმარს. ვარსქენმა ის საპყრობილეში ჩასვა და ულმობლად სტანჯა და გვემა იგი. შუშანიკი დიდი სულიერი მხნეობით გაუმკლავდა განსაცდელს და სახელი გაითქვა მთელ ქართლში. იგი ციხეში გარდაიცვალა ტანჯვის მეშვიდე წელს. შუშანიკისა და ვარსქენის დამოკიდებულებამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიიღო. ქრისტიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული შუშანიკი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ღვაწლი და ცხოვრება აღწერა იაკობ ცურტაველმა თავის ნაწარმოებში. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.61; http://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_შუშანიკი


გააზიარე: