Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შუშანიკი![]()
Biographyქართლის პიტიახშის ვარსქენის მეუღლე (V საუკუნის II ნახ.). სომეხი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული. როდესაც საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა უარჰყო ქრისტიანობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, შუშანიკი გაემიჯნა ქმარს. ვარსქენმა ის საპყრობილეში ჩასვა და ულმობლად სტანჯა და გვემა იგი. შუშანიკი დიდი სულიერი მხნეობით გაუმკლავდა განსაცდელს და სახელი გაითქვა მთელ ქართლში. იგი ციხეში გარდაიცვალა ტანჯვის მეშვიდე წელს. შუშანიკისა და ვარსქენის დამოკიდებულებამ სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიიღო. ქრისტიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული შუშანიკი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. მისი ღვაწლი და ცხოვრება აღწერა იაკობ ცურტაველმა თავის ნაწარმოებში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.61; http://ka.wikipedia.org/wiki/წმინდა_შუშანიკი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |