The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვასილ კიკვიძე

ვასილ კიკვიძე
Date of birth:28 February, 1895
Date of death:12 January, 1919  (at 23 years)
Burial location:ვაგანკის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა ქუთაისის I-ლი კლასიკურ გიმნაზიაში. აქვე ჩაება რევოლუციურ მოძრაობაში, რისთვისაც გიმნაზიიდან გარიცხეს. მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918), მსახურობდა მე-6 ცხენოსან დივიზიაში მოხალისე ჯარისკაცად, იყო მემარცხენე ესერი. არმიაში რევოლუციური მოღვაწეობისთვის დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის დროს განაჩენი გააუქმეს. 1917 წელს აირჩიეს მე-6 ცხენოსანი დივიზიის ჯარისკაცთა კომიტეტის თავჯდომარედ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტის სამხედრო-რევოლუციური კომიტეტის თავჯდომარის მოადგილედ. 1917 წლის დეკემბერ-1918 წლის მარტში როვნოსა და დუბნოს რაიონებში კონტრევოლუციონერულ რადას ჯარებისა და უკრაინის ტერიტორიაზე გერმანელი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლებში მეთაურობდა როვნოს წითელარმიელთა რაზმს, რომელმაც გაანთავისუფლა ქალაქები: ზდოლბუნოვი, სარნი და მონაწილეობა მიიღო ჟიტომირის განთავისუფლებაში. 1918 წლის მარტში სარდლობდა საბჭოთა უკრაინის მე-4 არმიას, ხოლო 1919 წლის აპრილის დამდეგს მეთაურობდა ლებედინ-ახტირკის რაიონის ჯარებს, მას ექვემდებარებოდა აგრეთვე მე-5 და დონის I-ლი არმიები. 1918 წლის მაისში ყოფილი მე-4 არმიის ბაზაზე შექმნა და სათავეში ჩაუდგა დივიზიას, რასაც შემდგომში მე-16 მსროლელი დივიზია ეწოდა. 1918 წლის ივნის - 1919 წლის იანვარში კიკვიძის დივიზია მე-9 არმიის შემადგენლობაში ებრძოდა გენერალ პ. კრასნოვის თერთგვარდიელთა არმიას. ვასილ კიკვიძე დაიღუპა ბეძოლაში. მისი სახელი ეწოდა მე-16 მსროლელ დივიზიას და დაბა პრეობრაჟენსკაიას ვოლგოგრადის ოლქში. სამოქალაქო ომის (1918-1920) გმირი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 512-513; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2021.-გვ.675


Share: