The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თედო შუშიაშვილი

დაბადების თარიღი:4 თებერვალი, 1885
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1918  (33 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, პოლიტიკური ლიდერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბაზალეთი, დუშეთის რაიონი. 

დუშეთის მაზრის გლეხობაში 1905-1907 წლებში რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა და რევოლუციურ გამოსვლებს ხელმძღვანელობდა. 1906 წელს დააპატიმრეს და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, საიდანაც დაბრუნდა 1907 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ. 1918 წელს დუშეთის მაზრის გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აჯნყების შემდეგ აირჩიეს დუშეთის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარედ. მან შექმნა სამხედრო-რევოლუციური შტაბი, რომელმაც ურთიერთობა დაამყარა თერგის საბჭოთა რესპუბლიკასთან. მენშევიკების მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ შუშიაშვილი თავის რაზმთან ერთად გადავიდა ვლადიკავკაზში, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო თეთრგვარდიელებისაგან ვლადიკავკაზის დაცვაში. აქ მოწინააღმდეგესთან ერთ-ერთი შეტაკებისას გმირულად დაიღუპა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.60 

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1924 - წითელი დროშის ორდენი , სიკვდილის შემდეგ

გააზიარე: