Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თედო შუშიაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ბაზალეთი, დუშეთის რაიონი. დუშეთის მაზრის გლეხობაში 1905-1907 წლებში რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა და რევოლუციურ გამოსვლებს ხელმძღვანელობდა. 1906 წელს დააპატიმრეს და ციმბირში სამუდამო გადასახლება მიუსაჯეს, საიდანაც დაბრუნდა 1907 წლის თებერვლის რევოლუციის შემდგომ. 1918 წელს დუშეთის მაზრის გლეხთა აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, აჯნყების შემდეგ აირჩიეს დუშეთის სამაზრო აღმასკომის თავმჯდომარედ. მან შექმნა სამხედრო-რევოლუციური შტაბი, რომელმაც ურთიერთობა დაამყარა თერგის საბჭოთა რესპუბლიკასთან. მენშევიკების მიერ აჯანყების ჩახშობის შემდეგ შუშიაშვილი თავის რაზმთან ერთად გადავიდა ვლადიკავკაზში, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღო თეთრგვარდიელებისაგან ვლადიკავკაზის დაცვაში. აქ მოწინააღმდეგესთან ერთ-ერთი შეტაკებისას გმირულად დაიღუპა. რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.60 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |