Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვანო ხოჯაბეგოვი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. მხატვარმა ბ. ფოგელმა ნ. სკიფოსოვსკის კერძო სამხატვრო სკოლაში ჩარიცხა 1910 წელს. ხატვა ბავშვობიდან დაიწყო. ფედოსეევის (ახლანდელი ვ. სარაჯიშვილის) ქუჩაზე გახსნა საწვრილმანო დუქანი; როცა კი მოიცლიდა ხატავდა მუშტრებს, თბილისელ მოქალაქეებს; 1916 წელს მონაწილეობდა "დიდების ტაძარში" (ახლანდელი სამხატვრო გალერეა) მოწყობილ მხატვართა გამოფენაში, შემდეგ - "სომეხ მხატვართა კავშირის" გამოფენაზე ჯერ თბილისში, შემდეგ კონსტანტინოპოლში და სხვა; მისი მხატვრობა ისეთივე ორიგინალური და დამოუკიდებელია, როგორც ძველი თბილისის ყოფა; შექმნა ძველი თბილისის ყოფის ამსახველი სერიები: ყოჩების ჭიდილი, ყეენობა, ყარაჩოხელთა ქეიფი, კრივი, ქართული ჭიდაობა და სხვა; მისი ნახატების მდიდარი კოლექცია დაცულია თბილისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ სახელმწიფო მუზეუმსა და საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. წარმოშობით სომეხი თბილისელი მხატვარი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.996; ვანგოგენი: vangogen.blogspot.com; მხატვარი ვანო ხოჯაბეგოვი : XIX სუკ. დასასრ. და XX საუკ. დასაწყ. თვითნასწავლი მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ / თეიმურაზ ბერიძე. - თბ.,1969. - 84გვ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |