The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან I დადიანი

ლევან I დადიანი
დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

ოდიშის მთავარი 1533-1572წწ., მამია III დადიანის ძე. თავდაპირველად ლევან I დადიანი ცნობდა იმერეთის მეფე ბაგრატ III-ის უზენაესობას და ერისთავთერისთავის ტიტულს ატარებდა, თუმცა, ამავე დროის, სრული დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა. 1548 წელს ბაგრატ III-მ ლევან I დადიანი სადარბაზოდ მიიწვია, დააპატიმრა და გამოამწყვდია გელათის სამრეკლოში, საიდანაც იგი სამცხის ათაბაგის ქაიხოსრო III-ის ხელშეწყობით სამცხეში გაიპარა. შემდეგ ლევან I დადიანმა როსტომ გურიელის დახმარებით დაიბრუნა სამთავრო ტახტი. 1557 წელს ლევან I დადიანს იმერეთის მეფე ბაგრატ III და გიორგი II გურიელი დაუპირისპირდნენ და იძულებული გახდა სტამბოლში გამგზავრებულიყო. თურქეთის ხელისუფლებამ ცნო დამოუკიდებლობა იმერეთის სამეფოსაგან. ლევან I დადიანმა ხელმწიფის ტიტული მიიღო. იგი ოსმალთა დახმარებით გურიის მთავარს შეურიგდა; მათ ჭილაძეების სამფლობელო დაიპყრეს და გაინაწილეს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6. - თბ., 1983. - გვ. 157


გააზიარე: