The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ხუხაშვილი

გიორგი ხუხაშვილი
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1925
გარდაცვ. თარიღი:2 სექტემბერი, 2004  (78 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, კრიტიკოსი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, მარტვილის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი 1947 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალების "ნიანგისა" და "ცისკრის" რედაქციებში; თბილისის "სახელმწიფო გამომცემლობაში", საქართველოს თეატრის მოღვაწეთა კავშირში, კინოსტუდია "ქართულ ფილმში"; 1945 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი; პირველი წიგნი - 1956 წელს. ავტორია რამდენიმე ლიტერატურულ-კრიტიკული წერილების კრებულისა; მის შემოქმედებაში თბილისის თემას მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა; 1960 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა მისი პოემა თბილისზე "ლურჯი ფანჯრები" (წიგნად გამოვიდა 1980 წელს); თბილისის ცხოვრებაზეა დაწერილი დრამები: "მთაწმინდის მთვარე", "ცხოვრება კაცისა", "მოსამართლე", "მეათეკლასელები", "დაბრუნება ბარათაშვილისა", "დაბრუნებაფიროსმანისა" და სხვა; მან თბილისს უძღვნა ლექსები: "ჩუღურეთი", "ძველი თბილისის გახსენება", "იმპრესიონისტების გამოფენა თბილისში", ლირიკული ეტიუდები; მისი პიესისათვის "მთაწმინდის მთვარე" კომპოზიტორმა გ. ცაბაძემ დაწერა სიმღერა ხუხაშვილისავე ლექსზე "სიმღერა თბილისზე"; გამოქვეყნებული აქვს ლექსების კრებული "ბიბლიური მოტივები" (1992). სიცოცხლის ბოლო ათეულ წელში შექმნა სამი მოზრდილი სონეტების წიგნი: "ქებათა ქება იერუსალიმს", "ავტოპორტრეტი" და "დღიურები". თბილისისადმი მიძღვნილი პიესები სხვადასხვა დროს იდგმებოდა დედაქალაქის თეატრებში; კრებულ "სონეტებში" (1998), რამდენიმე სონეტი თბილისს ეძღვნება.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.998; წიგნი ღირსებისა: . 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.367; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.404-405

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქრთველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირი, წევრი (1965-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ხანგრძლივი ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    ბიბლიური მოტივები : რჩეული ლექსები / გიორგი ხუხაშვილი . - თბილისი, ქართული თეატრი, 1992. - 480გვ.

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: