შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გივი ჯავახიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტის სამთო ფაკულტეტი 1934 წელს. 1941 წლამდე ეწეოდა მეცნიერულ მუშაობას, შემდეგ იყო სხვადასხვა პარტიულ და საბჭოთა თანამდებობაზე; 1944 წლიდან მუშაობდა საქართველოს ცკ-ის მდივნის მოადგილედ სათბობისა და ენერგეტიკის მრეწველობის დარგში; 1948 წლიდან - მრეწველობის განყოფილების გამგედ; 1953 წლიდან იყო საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე; შოთა რუსთაველის 800 წლისთავის საიუბილეო კომიტეტის თავმჯდომარე; სსრკ და საქართველოს სსრ 5 მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და სხვა; პენსიაზე გასვლის შემდეგ ხელმძღვანელობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მელიორაციისა და წყლის რესურსების მუდმივ კომისიას; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1000 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |