შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კოტე ჯავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს. მუშაობდა მთიულეთის საძიებო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსად, შახტის მთავარ გეოლოგად; ჟურნალ "დროშის" განყოფილების გამგედ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლულ მდივნად; ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგედ (1966-1974); 1930-1940წწ. ხელმძღვანელობდა ალპურ ასვლებს ლაღზწითზე, შინოზე, ქომიტოზე, ტებულოზე, მყინვარწვერზე, გისტოლაზე, კათინთაუზე, თეთნულდზე, ჯანღაზე და სხვა მწვერვალებზე; 1944 წელს ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილების ასვლებს ირანის უმაღლეს მწვერვალზე — დემავენდზე. სსრკ-გერმანიის ომის წლებში იყო ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამთო-სათხილამურო მომზადების განყოფილების უფროსი;1947-1956 წლებში იყო რეპრესირებული; წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1001; http://ka.wikipedia.org/wiki/კონსტანტინე_ჯავრიშვილი; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/63522 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |