Search
The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. Follow on Facebook
|
კოტე ჯავრიშვილი
| Legal name: | კონსტანტინე ჯავრიშვილი |
| Date of birth: | 1914 |
| Date of death: | 1977 (at 63 years) |
| Burial location: | საბურთალოს პანთეონი, თბილისი |
| Category: | Geologist, Translator, Journalist |
Biography
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1936 წელს.
მუშაობდა მთიულეთის საძიებო-გეოლოგიური ექსპედიციის უფროსად, შახტის მთავარ გეოლოგად; ჟურნალ "დროშის" განყოფილების გამგედ; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის სწავლულ მდივნად; ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგედ (1966-1974); 1930-1940წწ. ხელმძღვანელობდა ალპურ ასვლებს ლაღზწითზე, შინოზე, ქომიტოზე, ტებულოზე, მყინვარწვერზე, გისტოლაზე, კათინთაუზე, თეთნულდზე, ჯანღაზე და სხვა მწვერვალებზე; 1944 წელს ხელმძღვანელობდა სამხედრო ნაწილების ასვლებს ირანის უმაღლეს მწვერვალზე — დემავენდზე. სსრკ-გერმანიის ომის წლებში იყო ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამთო-სათხილამურო მომზადების განყოფილების უფროსი;1947-1956 წლებში იყო რეპრესირებული; კონსტანტინე ჯავრიშვილმა შეადგინა გეოლოგიის ტერმინოლოგია (1941; გ. ლომთათიძესა და მ. ფოფხაძესთან ერთად), თარგმნა რუსულიდან ალექსანდრე ფერსმანის "გასართობი მინერალოგია" (გ. ლომთათიძესთან ერთად), კ. სიმონოვის "20 დღე უომრად" (ა. ცინცაძესთან ერთად) და სხვა; ფრანგულიდან ონორე დე ბალზაკის "მამა გორიო", ალბერ კამიუს "შავი ჭირი", ჟიულ ვერნის "კაპიტან ჰატერასის მოგზაურობა და თავგადასავალი"; ავტორია ნარკვევებისა "მთები და ადამიანები"(1970), "მე თბილისელი ვარ" (1972); იყო ქართულ ენაზე გამოსული ჟიულ ვერნის თხზულებათა მრავალტომეულის სარედაქციო კოლეგიის წევრი; რედაქტორი სპელეოლოგიური კრებულებისა — "საქართველოს მღვიმეები და გამოქვაბულები"; მთამსვლელი, სპელეოლოგი, მთარგმნელი, ლიტერატორი.
წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1001; http://ka.wikipedia.org/wiki/კონსტანტინე_ჯავრიშვილი; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/63522
Member of Organizations
- საქართველოს ალპური კლუბის გამგეობა, თავმჯდომარის მოადგილე
- საქართველოს მეციერებათა აკადემიის სპელეოლოგიური საბჭო , თავმჯდომარე (1969-1977)
- ტურიზმის თბილისის საქალაქო კლუბი, გამგეობის თავმჯდომარე
Bibliography
- მე თბილისელი ვარ : ნარკვევი (Author). - თბილისი, საქ. კპ ცკ-ის გამ-ბა, 1972. - 79გვ.
- მთები და ადამიანები : ნარკვევი ქართული ალპინიზმის ისტორიიდან (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1970. - 209გვ.
- მთის რაინდი ალექსანდრე ჯაფარიძე (Author). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1962. - 47გვ.
- ქართველი მთამსვლელები კავკასიონისათვის ბრძოლაში (Author). - თბილისი, საქ. ალპიური კლუბის გა-მა, 1945. - 28გვ.
- გეოლოგიური ტერმინოლოგია = Геологическая терминология = Dictionnaire des dciences geologiques (Compiler). - თბილისი, საქ. სსრ მეცნ. აკადემია, 1941. - 516გვ.
|