The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ანასტას ჩაკალიდი

ანასტას ჩაკალიდი
დაბადების თარიღი:16 აპრილი, 1909
გარდაცვ. თარიღი:25 მაისი, 1982  (73 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სოხუმი.

დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორია (ნ. სპერანსკის კლასი) 1940 წელს.

1940 წლიდან იყო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის სოლისტი. შესრულებული აქვს 27 საოპერო პარტია ქართველ, რუს და ევროპელკომპოზიტორთა ოპერებში. გამსაკუთრებით აღსანიშნავია; მალხაზი (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), ლენსკი (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ფაუსტი ( გუნოს "ფაუსტი"), რუდოლფი (პუჩინის "ბოჰემა"). 1961 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის II სამუსიკო სასწავლებელში. ლირიული ტენორი. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ74

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: