შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუსუდან ჯავრიშვილი![]()
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1940 წელს. მისი პედაგოგები იყვნენ კ. სიდამონ-ერისთავი, მ. თოიძე, კ. გძელიშვილი; 1941 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში ; 1941-1944წწ. იყო ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი მხატვარი; ავტორია ძველი თბილისის ყოფის ამსახველი ნახატებისა და თბილისელთა პორტრეტებისა: "ქალიშვილი ვერის უბნიდან" (1962, მხატვრის სახელოსნო), "ეზო ძველ თბილისში", "ღვინის აღმართი" (1978), "ეკლესია კიბალჩიჩის უბანში", "უბანი ძველ აბანოებთან", "ძველი თბილისი" (სამივე - 1979, კერძო კუთვნილება) და სხვა; გააფორმა მუსიკალური კომედიის თეატრის სპექტაკლები: "სამი პატარძალი", "მსახიობის სიყვარული", "აზნაურები" და სხვა; ფერმწერი, თეატრის მხატვარი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1001; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 530; burusi.wordpress.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |