The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსუდან ჯავრიშვილი

რუსუდან ჯავრიშვილი
დაბადების თარიღი:31 დეკემბერი, 1918
გარდაცვ. თარიღი:1999  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1940 წელს.

მისი პედაგოგები იყვნენ კ. სიდამონ-ერისთავი, მ. თოიძე, კ. გძელიშვილი; 1941 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში ; 1941-1944წწ. იყო ვ. აბაშიძის სახ. მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი მხატვარი; ავტორია ძველი თბილისის ყოფის ამსახველი ნახატებისა და თბილისელთა პორტრეტებისა: "ქალიშვილი ვერის უბნიდან" (1962, მხატვრის სახელოსნო), "ეზო ძველ თბილისში", "ღვინის აღმართი" (1978), "ეკლესია კიბალჩიჩის უბანში", "უბანი ძველ აბანოებთან", "ძველი თბილისი" (სამივე - 1979, კერძო კუთვნილება) და სხვა; გააფორმა მუსიკალური კომედიის თეატრის სპექტაკლები: "სამი პატარძალი", "მსახიობის სიყვარული", "აზნაურები" და სხვა; ფერმწერი, თეატრის მხატვარი.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1001; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 530; burusi.wordpress.com

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1978 - საქართველოს სახალხო მხატვარი

გააზიარე: