The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხათუნა ჭიჭინაძე

ხათუნა ჭიჭინაძე
Legal name:ანა ჭიჭინაძე
Date of birth:14 January, 1901
Date of death:4 March, 1938  (at 37 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭოლევი, ქუთაისის მაზრა.

1908-1918წწ. სწავლობდა ქალაქ ქუთაისის წმინდა ნინოს სასწავლებელში; 1919 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, პარალელურად გახდა აკაკი ფაღავას სტუდიის მსმენელი, სადაც სამსახიობო ოსტატობის და მეტყველების კურსი ცნობილ მსახიობ ე. სატინას მიჰყავდა, ხოლო სასცენო მოძრაობას ვალენტინა ვენდეროვიჩი ასწავლიდა.

 1924 წელს დაამთავრა სტუდიაში სწავლა და ჩაირიცხა რუსთაველის თეატრის დასში; 1928 წელს რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დასთან ერთად გადავიდა ქუთაისში, სადაც ამოქმედდა "ქუთაის-ბათუმის მეორე სახელმწიფო დრამა"; 1930 წელს მონაწილეობდა მოსკოვსა და ხარკოვში გამართულ გასტროლებში, სადაც მას კრიტიკა საუკეთესო მსახიობად მოიხსენიებდა; გასტროლების შემდეგ, 1930 წლიდან, მარჯანიშვილის თეატრთან ერთად დაბრუნდა თბილისში, სადაც ყოფილ "ზუბალშვილების სახალხო სახლში", თეატრი "მეორე სახელმწიფო დრამის" სახელით გააგრძელა მუშაობა; მის მიერ განსახიერებული მნიშვნელოვანი როლებია: ხასინტა - ცხვრის წყარო, ოფელია - ჰამლეტი, ხატიჯე - ხატიჯე, დარია, დესპინე - ნინოშვილის გურია, კომისარი - ესკადრის დაღუპვა, ლუიზა - ვერაგობა და სიყვარული, გულთამზე - ყვარყვარე თუთაბერი, ელენე ჩერედა - ანათეთ ვარსკვლავებო და სხვ. 1935-1937წწ. მუშაობდა რადიოკომიტეტში და "საქფილექტში" (ფილარმონია). ხათუნა ჭიჭინაძეს ბრალად ედებოდა ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. დაპატიმრებიდან 6 თვის შემდეგ დანაშაული აღიარა. დახვრეტა მიუსაჯეს 1938 წლის 3 მარტს; სასჯელი სისრულეში მოიყვანეს მეორე დღეს, 4 მარტს. რეაბილიტირებულია 1956 წლის 18 ივლისის ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის გადაწყვეტილებით. საბჭოთა პარტიული მოღვაწის გიორგი ყურულაშვილის მეუღლე.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org; საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია: sovlab.ge


Share: