The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბოცო ჯაყელი

დაბადების თარიღი:11??
გარდაცვ. თარიღი:12??
კატეგორია:დიდგვაროვანი

ბიოგრაფია

სამხრეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალი XII საუკუნის 80-იან წლებში. თამარ მეფემ (1184-1213) მას სამცხის ერისთავისა და სპასალარის ხელი უწყალობა. ჯაყელი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მონაპირე ერისთავი იყო. გუზან აბულასანისძე ტაოელთან ერთად მან უკუაქცია კარნუ-ქალაქიდან და შამიდან (სირია) შემოჭრილი თურქები. 1180-იან წლებში ჯაყელი მიემხრო თამარ მეფის პირველი ქმრის გიორგი რუსის (იური ანდრიას ძის) გასამეფებლად აჯანყებულ დასავლეთ საქართველოს ფეოდალებს, რის გამოც თამარმა ჩამოართვა სამცხის ერისთავობა და სპასალარობა, აგრეთვე ჯაყის ციხე. ამის შემდეგ როგორც ჯაყელები (ე. ი. სამცხის ციხის ჯაყის მემამულეები), ისე სამცხის ერისთავები და სპასალარები ხდებიან ციხისჯვრელები, ბოცოს შთამომავლობა ამიერიდან იწოდება ბოცოსძეებად.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.547


გააზიარე: