Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ კიკნაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: დაბა ხარაგაული. დაამთავრა ლენინგრადის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტთან არსებული სამიმოსვლო გზების ინჟინერთა კურსები 1932 წელს. 1938 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის რკინიგზის უფროსად. მისი მონაწილეობით ჩატარდა შრომის მოწინავე მეთოდების, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის, მნიშვნელოვანი უბნების ელექტროფიკაციისა და სამგზავრო მეურნეობის განვითარების სამუშაოები. განსაკუთრებულად სრულად გამოვლინდა მისი ორგანიზატორული უნარი დიდი სამამულო ომის დროს. 1941 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის ფრონტის რწმუნებულად, 1942 წელს კი დაამტკიცეს ამიერკავკასიის ფრონტის სამხედრო საბჭოს წევრად. სსრკ ტრანსპორტის მშენებლობის სამინისტროს სატრანსპორტო სამმართველოს უფროსის მოადგილედ მუშაობის დროს (1954-1970) უნარიანად ხელმძღვანელობდა ქვეყნის ახალ რკინიგზებზე ტვირთის გადაზიდვის ორგანიზაციას. ტრანსპორტის ინჟინერი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 513; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 30 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |