Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ირინე ჯალაღანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1949 წელს. 1949-1969 წწ. იყო აკად. ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ თანამშრომელი; 1969 წლიდან - აკად. ი. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1978-2003 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის სწავლული მდივანი; 2003 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, შემდგომ სახელმწიფო სტიპენდიანტი. შესწავლილი აქვს თბილისში მოჭრილი არაბული და მონღოლური დირჰემები, აგრეთვე თბილისში აღმოჩენილი XII-XIII სს. ქართული და აღმოსავლური მონეტების განძები; არის ოცდაათზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, აქედან 5 მონოგრაფიაა, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ და ფრანგულ ენებზე. მის კვლევის სფეროში ძირითადად მოქცეულია V-XIV სს. საქართველოში მოჭრილი და სინქრონულად საქართველოს სამონეტო ცირკულაციაში ჩართული აღმოსავლური მონეტები. ნუმიზმატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1982). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1002; ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი.- თბ., 2009.- გვ.183-184 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |