The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჯანაშვილი

არჩილ ჯანაშვილი
დაბადების თარიღი:9 იანვარი, 1904
გარდაცვ. თარიღი:12 თებერვალი, 1985  (81 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: კახის რაიონი, საინგილო, აზერბაიჯანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგიური ფაკულტეტი ბუნებისმეტყველების სპეციალობით 1927 წელს.

1926 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის კათედრაზე; 1939-1944წწ. იყო თელავის სამასწავლებლო ინსტიტუტის ბუნებისმეტყველების კათედრის გამგე; 1946-1982წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხერხემლიანთა ზოოლოგიის კათედრის გამგე; სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს ზოოპარკში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო, გორის, ქუთაისის, სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში; 1968-1975წწ. - იყო ქართული ენციკლოპედიის მთავარ სამეცნიერო რედაქციაში. მისი კვლევის საგანი იყო საქართველოში ძუძუმწოვრები, ქვეწარმავლები, ამფიბიები; მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართული ზოოლოგიური ტერმინოლოგიის შედგენაში, პირველად ქართულ ენაზე ამ დარგში შეადგინა სახელმძღვანელოები; განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი "ცხოველთა სამყაროს" მრავალტომეულის III ტომი; იყო გამოჩენილი პოპულარიზატორიც; ავტორია მრავალი საბავშვო მოთხრობისა ("სახალისო ბიოლოგია", "სისხლიანი ცრემლები" და სხვა); ზოოლოგი; საქართველოში ზოოგეოგრაფიის ერთ-ერთი ფუძემდებელი; ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1963).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.- გვ.1002; ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.322

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: