The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვახტანგ თევზაძე

დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1933
გარდაცვ. თარიღი:6 მარტი, 2013  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლი-სამეურნეო ინსტიტუტი 1957 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი) უფროს-მეცნიერ თანამშრომლად. 1973 წელს ხანგრძლივი მივლინებით იმყოფებოდა იაპონიაში, 1979–1980 წლებში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიწვევით ლექციებს კითხულობდა გარემოს დაცვის პრობლემებზე ნოვოჩერკასკსა და მოსკოვში. 1980–1990 წლებში საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა სამთო მელიორაციის განყოფილებას, ხოლო 1991–1993 წლებში ბუნებრივი კატასტროფული მოვლენების ლაბორატორიას. 1993 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობისა და საინჟინრო-ეკოლოგიის ინსტიტუტის(ახლანდელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი) დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. ვახტანგ თევზაძის სამეცნიერო კვლევის სფერო მოიცავს ჰიდრავლიკის, ჰიდროლოგიის, ჰიდროტექნიკის და საინჟინრო ეკოლოგიის, წყალთა მეურნეობისა და მელიორაციის დარგებს, აგრეთვე ძეგლთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, მისი შრომები ეხება ბუნებრივი კატასტროფების, მთის რეგიონებში კალაპოტური პროცესებისა და ეროზიულ-ღვარცოფული მოვლენების შესწავლას, მათ წინააღმდეგ ბრძოლის გზებსა და საშუალებებს. აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნული მიმართულებებით ბუნების დამცავ ნაგებობათა პროექტებისა და სახელმწოფო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში, აგრეთვე ერთობლივი საერთაშორისო პროექტების დამუშავებაში. პარალელურად, 1993-1995 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას საქართველოს ტექნიკურ და აგრარულ უნივერსიტეტებში. 1996 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხელმძღვანელობდა ბუნებრივი კატასტროფების განყოფილებას. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1987), პროფესორი (1991). ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.646

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრ–კორესპონდენტი (1995-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: