The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამაზ თევზაძე

თამაზ თევზაძე
დაბადების თარიღი:24 აგვისტო, 1942  (81 წლის)
კატეგორია:მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა აბასთუმანი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1965 წელს.

1970–1990 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობაზე, 1990–2006 წლებში იყო მათემატიკის დაფუძნებისა და მეთოდიკის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციების კურსს მათემატიკურ ანალიზში, უმაღლეს მათემატიკაში. 2006 წლიდან მუშაობს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის ქართულ უნივერსიტეტში, კითხულობდა ლექციების კურსს კალკულუსსა და მათემატიკურ ანალიზში. გამოქვეყნებული აქვს 25 სამეცნიერო შრომა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1997), პროფესორი (2000).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.646


გააზიარე: