The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური თევზაძე

იური თევზაძე
დაბადების თარიღი:14 იანვარი, 1941
გარდაცვ. თარიღი:2019  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს.

ამავე წლიდან დაიწყო მუშაობა ფიზიკის ფაკულტეტის ბირთვული ფიზიკის კათედრაზე. 1967–1974 წლებში სამეცნიეო მივლინებით იმყოფებოდა ბირთვული გამოკვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (დუბნა, რუსეთი) მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიაში. 1974–2005 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის მაღალი ენერგიების (ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის) კათედრაზე, 1988–2005 წლებში იყო ამ კათედრის გამგე. 2006 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიის გამგე. თანამშრომლობს COMET (Coherent Muon to Electron Transition, იაპონია) კოლაბორაციაში და არის მისი საბჭოს წევრი. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მისი კვლევის მიმართულებაა ექსპერიმენტული ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1995).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.647

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პროპანის­(PBC-500) საერთაშორისო კოლაბორაცია, წევრი (1970-1995)
  • Coherent Muon to Electron Transition, იაპონია, საბჭოს წევრი
  • ­A Large Ion Col lider Exsperimen-ის(CERN, ჟენევა, შვეიცარია) საერთაშორისო კოლაბორაცია , წევრი (1995-2005)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2003 - ღირსების ორდენი
  • 1977 - პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია

გააზიარე: