The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გრიგოლ ქეშელაშვილი

გრიგოლ ქეშელაშვილი
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1906  (117 წლის)
გარდაცვ. თარიღი:199?
კატეგორია:მეცნიერი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1931 წელს.

1938-1981წწ. ამავე ინსტიტუტის ზოგადი მიწათმოქმედების კათედრის გამგე იყო. შეისწავლა საქართველოს მინდვრის კულტურებისათვის ნიადაგის დამუშავების ძირითადი საკითხები, აგრეთვე სარეველა მცენარეები და მათთან ბრძოლის საშუალებები. ავტორია სახელმძღვანელოებისა: "მიწათმოქმედება და მემცენარეობა" (1964); "ზოგადი მიწათმოქმედება"(თანაავტორი, 1975); "სოფლის მეურნეობის საფუძვლები" (თანაავტორი, 1972); "საქართველოს სარეველა მცენარეულობა და მასთან ბრძოლის საშუალებები" (1966) და სხვა. აგრონომი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. 

ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.504

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1939-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1984 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: