The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლამარა ქველიძე

ლამარა ქველიძე
დაბადების თარიღი:7 ოქტომბერი, 1937
გარდაცვ. თარიღი:ნოემბერი, 2005  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია 1965 წელს. 

იყო ნ. კანდელაკის მოწაფე. 1967 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში; 1976 წელს თბილისში მოეწყო მისი მედლების პერსონალური გამოფენა. ნამუშევრები: მედლები - ი. ნიკოლაძე (ბრინჯაო, 1971, მწერალთა კავშირი, თბილისი), გოეთე (ბრინჯაო, 1973, გოეთეს სახლ-მუზეუმი, ვაიმარი), ჯ. ჯოისი (ბრინჯაო, 1974, ჯოისის სახლ-მუზეუმი, დუბლინი) და სხვა. ქანდაკება - მარაბდის მემორიალი "ცხრა ძმა ხერხეულიძე" (არქ. რ. კიკნაძე, შ. ყავლაშვილი, ბაზალტი, 1972), ვაჟა-ფშაველა (ბრინჯაო, 1965, აღმოსავლეთის ხალხთა ხელოვნების მუზეუმი, მოსკოვი) და სხვა. სამედალო ხელოვნების ოსტატი.

წყარო : ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.512; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/153588

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: