The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ თევზაძე

მერაბ თევზაძე
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1939
გარდაცვ. თარიღი:29 აგვისტო, 2011  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ამჟამად საქართველოს ტექნიკური უნივერსტიტეტი) სამთო-გეოლოგიის ფაკულტეტი.

მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამთო საქმის ინსტიტუტში. 1985–2007 წლებში იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გეოდეზიის, მარკშეიდერიისა და ქალაქის კადასტრის კათედრის გამგე, 2007–2011 წლებში სტუ-ის საინჟინრო გეოდეზიის დეპარტამენტის უფროსი. მერაბ თევზაძე იყო გეოდეზიური კვლევის რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელი. მისი შრომები ეხება გეოდეზიასა და სამარკშეიდერო საქმეში ფიზიკური მანძილმზომების თეორიას და მის გამოყენებას საინჟინრო ნაგებობების დაპროექტება-მშენებლობაში. შექმნა სამარკშეიდერო მონიტორინგის სისტემა. მამასთან (ნიკოლოზ თევზაძესთან) ერთად ხელმძღვანელობდა საინჟინრო გეოდეზიის სპეციალობის ჩამოყალიბებას. მონაწილეობდა მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის, თბილსრესის, მადნეულის საბადოს, სამების საკათედრო ტაძრის გეოდეზიური საფუძვლის პროექტირებაში. მერაბ თევზაძემ ფეთქებადსაშიშ შახტებში პირველად გამოიყენა ერთდროულად გიროთეოდოლიტი და შუქმანძილმზომი. მიღებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს სიგელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1989). გეოდეზისტი, სამთო ინჟინერ-მარკშაიდერი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.647; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.252

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გეოდეზისტთა მსოფლიო ასოციაცია, წევრი
  • მინერალური ნედლეულის საერთაშორისო აკადემია, წევრი
  • საქართველოს გეოდეზიური საზოგადოება , პრეზიდენტი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია , ნამდვილი წევრი (1998-)
  • ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებების რედაქციის გეოდეზიური სექცია, თავმჯდომარე (1985-2011)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1999 - ღირსების ორდენი
    კოსმოსურ ორბიტაზე პირველი ქართული კონსტრუქციის გატანაში, ორბიტალურ სადგურ ''მირზე'' საქართველო-რუსეთის ერთობლივი პროგრამა ''რეფლექტორით'' ურთულესი ექსპერიმენტის წარმატებით ჩატარებაში, მსოფლიო ბაზარზე კოსმოსური სატელეკომუნიკაციო და სპეციალური თავდაცვითი პროგრამებისათვის მაღალკონკურენტიანი, მეცნიერებატევადი პროდუქციის წარდგენაში შეტანილი სამეცნიერო-ტექნიკური და საწარმოო-ტექნოლოგიური წვლილისათვის
  • საპატიო გეოდეზისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: