შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნანული თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს. 1959–1961 წლებში მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინტსტიტუტ "თბილქალაქპროექტში". 1961 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. 1989 წლიდან არის არქიტურული დაგეგმარების საფუძვლების კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი (2006 წლიდან), არქიტექტურის საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013 წლიდან). ნანული თევზაძე ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომის, სახელმძღვანელოსი, მეთოდური მითითების და ა.შ. პარალელურად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობასაც. არის მრავალი პროექტისა და განხორციელებული ობიექტის ავტორი, მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსი თელავში (1966), თბილისში (ვ. დავითაიას, გ. გეგელიას, ნ. ჯანშიაშვილთან ერთად, 1977, ბახტრიონის ქ., 16–30) და სხვ. არქიტექტურის დოქტორი (1994), პროფესორი (1995). 2004 წელს წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.647; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |