The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნანული თევზაძე

ნანული თევზაძე
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1934  (89 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1959 წელს.

1959–1961 წლებში მუშაობდა არქიტექტორად საპროექტო ინტსტიტუტ "თბილქალაქპროექტში". 1961 წლიდან მუშაობს საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში. 1989 წლიდან არის არქიტურული დაგეგმარების საფუძვლების კათედრის გამგე, მიმართულების ხელმძღვანელი (2006 წლიდან), არქიტექტურის საფუძვლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2013 წლიდან). ნანული თევზაძე ავტორია მრავალი სამეცნიერო შრომის, სახელმძღვანელოსი, მეთოდური მითითების და ა.შ. პარალელურად ეწევა პრაქტიკულ საქმიანობასაც. არის მრავალი პროექტისა და განხორციელებული ობიექტის ავტორი, მათ შორისაა: საცხოვრებელი კომპლექსი თელავში (1966), თბილისში (ვ. დავითაიას, გ. გეგელიას, ნ. ჯანშიაშვილთან ერთად, 1977, ბახტრიონის ქ., 16–30) და სხვ. არქიტექტურის დოქტორი (1994), პროფესორი (1995). 2004 წელს 
ქართული არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის დაჯილდოვდა არქიტექტორთა კავშირის დიპლომით.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.647; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.93

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (2005-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2012 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • 1998 - ღირსების მედალი
    ქართული ტექნიკური მეცნიერების განვითარებისა და საინჟინრო კადრების აღზრდის საქმეში შეტანილი თვალსაჩინო პირადი წვლილისათვის

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: