შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ თევზაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1930 წელს და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1936 წელს. 1941–1985 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის(ამჟამად საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თსუში, სოხუმისა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. მისი შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიის, გეოდეზიური ასტრონომიის, გეოდეზიური გრავიმეტრიის, ტოპოგრაფიის, გეოდეზიურ და სამარკშაიდერო განაზომთა მათემატიკური დამუშავების თეორიის საფუძვლებს. ავტორია საინჟინრო გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოსი (1974–1985), რომელშიც მოცემულია გეოდეზიისა და მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის ნიკოლოზ თევზაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია (1988). მისი შრომების საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი სპეციალობა–საინჟინრო გეოდეზია. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლოგიური პირობების მქონე თბილისის მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდეზიური საფუძვლის პროექტირებასა და მშენებლობის განხორციელებაში. წლების განმავლობაში იყო სსრ კავშირის სახმშენის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს, ასტრონომიული გეოდეზიის საზოგადოების საქართველოს განყოფილების პრეზიდიუმის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ქერქის კომპლექსური გამოკვლევის სამეცნიერო საბჭოს, ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალი კორპუსების მშენებლობის პირველი მთავარი ინჟინერი საზოგადოებრივ საწყისებზე. 1973–1985 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გეოდეზიის სექციის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოდეზისტი, მარკშაიდერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1962). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.647; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |