The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ თევზაძე

ნიკოლოზ თევზაძე
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1908
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 1985  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი 1930 წელს და საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1936 წელს.

1941–1985 წლებში იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის(ამჟამად საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი) საინჟინრო გეოდეზიისა და მარკშაიდერიის კათედრის გამგე. კითხულობდა ლექციებს თსუში, სოხუმისა და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტებში. მისი შრომები ეხება უმაღლესი გეოდეზიის, გეოდეზიური ასტრონომიის, გეოდეზიური გრავიმეტრიის, ტოპოგრაფიის, გეოდეზიურ და სამარკშაიდერო განაზომთა მათემატიკური დამუშავების თეორიის საფუძვლებს. ავტორია საინჟინრო გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოსი(1974–1985), რომელშიც მოცემულია გეოდეზიისა და მარკშაიდერიის ძირითადი საკითხები. ამ ნაშრომისათვის ნიკოლოზ თევზაძეს მიენიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია(1988). მისი შრომების საფუძველზე ჩამოყალიბდა ახალი სპეციალობა–საინჟინრო გეოდეზია. ხელმძღვანელობდა და უშუალოდ მონაწილეობდა რთული გეოლოგიური პირობების მქონე თბილისის მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის და მსოფლიოში უნიკალური ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის გეოდეზიური საფუძვლის პროექტირებასა და მშენებლობის განხორციელებაში. წლების განმავლობაში იყო სსრ კავშირის სახმშენის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭოს, ასტრონომიული გეოდეზიის საზოგადოების  საქართველოს განყოფილების პრეზიდიუმის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ქერქის კომპლექსური გამოკვლევის სამეცნიერო საბჭოს, ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭოს პრეზიდიუმის წევრი; საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახალი კორპუსების მშენებლობის პირველი მთავარი ინჟინერი საზოგადოებრივ საწყისებზე. 1973–1985 წლებში იყო ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გეოდეზიის სექციის თავმჯდომარე. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. გეოდეზისტი, მარკშაიდერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი(1962), პროფესორი(1962).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.647; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/172710

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ასტრონომიული გეოდეზიის საზოგადოების საქართველოს განყოფილება , პრეზიდიუმის წევრი
  • ბუნების დაცვის საზოგადოების რესპუბლიკური საბჭო , პრეზიდიუმის წევრი
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დედამიწის ქერქის კომპლექსური გამოკვლევის სამეცნიერო საბჭო , წევრი
  • სსრ კავშირის სახმშენის სამეცნიერო-ტექნიკური საბჭო, წევრი
  • ქართული ენციკლოპედიის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გეოდეზიის სექცია , თავმჯდომარე (1973-1985)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1988 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
    საინჟინრო გეოდეზიის ათტომიანი სახელმძღვანელოს ავტორობისათვის
  • 1967 - საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • საინჟინრო გეოდეზია (ავტორი) // ნაწ. 3 : განაზომთა შეცდომების თეორია და გამოთვლების ტექნიკა. - თბილისი, განათლება, 1983. - 405გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 4 : უმცირეს კვადრატთა მეთოდი. - თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1983. - 471გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის // ნაწ. 10 : გეოდეზიური სამუშაოების ორგანიზაცია და წარმოება სახალხო მეურნ. სხვადასვხა დარგების საინჟინრო ამოცანების გადაწყვეტის დროს. - თბილისი, განათლება, 1982. - 470გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია (ავტორი) // ტ. 9 : ტოპოგრაფიული სამუშაოები. - თბილისი, განათლება, 1980. - 471გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 8 : ძირითადი ასტრონომიული და გეოდეზიური სამუშაოები. - თბილისი, განათლება, 1979. - 447გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 7 : საყრდენი პუნქტები, მანძილსაზომები და მანძილმზომები, სანიველო და სანიველირო ინსტრუმენტები. - თბილისი, განათლება, 1977. - 403გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 6 : გეომეტრიული ოპტიკა, კუთხსაზომი ხელსაწყოები და ინსტრუმენტები. - თბილისი, განათლება, 1975. - 415გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 1 : სამყაროს ფიზიკური და გეომეტრიული ელემენტები. - თბილისი, განათლება, 1974. - 305გვ.
  • საინჟინრო გეოდეზია : 10 ნაწილად : სახელმძღვ. უმაღლ. ტექნ. სასწ. სტუდენტებისათვის (ავტორი) // ნაწ. 2 : სფეროიდული, სფერული და სიბრტყისმიერი გეოდეზიის ელემენტები. - თბილისი, განათლება, 1974. - 334გვ.

გააზიარე: