The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ კიკნაძე

დაბადების თარიღი:4 ოქტომბერი, 1908  (116 წლის)
გარდაცვ. თარიღი:2 ივნისი, 19??
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი კვალითი, ზესტაფონის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1931 წელს.

1941-1945 წლებში იყო საველე და ევაკოჰოსპიტალების წამყვანი ქირურგი. 1951 წელს დაინიშნა გ. მუხაძის სახელობის ჰემატოლოგიისა და სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. იკვლევდა ჰემატოლოგიის, ტრანსფიზიოლოგიის, დამწვრობის, სხივური დაავადებების საკითხებს. ც. მაკალათიასთან ერთად შექმნა პლაზმის გასაშრობი ახალი ავტომატური აგრეგატი. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1959), პროფესორი (1960).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 513;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 31

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1967 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: