The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ კიკნაძე

თამარ კიკნაძე
დაბადების თარიღი:8 იანვარი, 1906
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1990  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადსგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის პროლეტკულტის დრამატული სტუდია 1924 წელს. 

1924-1928 წლებში მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში; 1928-1929 წლებში  ჭიათურის სახელმწიფო თეატრში; 1930-1932 წლებში ფოთის სახელმწიფო თეატრში, ხოლო 1933-1938 წლებში თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრში. 1938 წლიდან მოღვაწეობდა ქუთაისის სახელმწიფო თეატრში. მის მიერ შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: კოწიას მეუღლე (შ. დადიანის "გუშინდელნი"), ლაურენსია (ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"), ეკა (დ. კლდიაშვილის "ირინეს ბედნიერება"), ბიანკა, გონერილა (უ. შექსპირის "ჭირვეული ცოლის მორჯულება" და "მეფე ლირი"), რუქაია (ა. სუმბათაშვილის "ღალატი"), კაკალა (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), ვარდო (გ. მდივნის "ვარდო") და სხვ. კ-ის ნაყოფიერი სასცენო მოღვაწეობის უმთავრესმა პერიოდმა განვლო ქუთაისის დრამატული თეატრის სცენაზე, სადაც ითვლებოდა დასის ერთ-ერთ წამყვან მსახიობად.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 513-514;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 32

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი

გააზიარე: