The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ თევზაძე

რევაზ თევზაძე
დაბადების თარიღი:22 ივნისი, 1931  (92 წლის)
კატეგორია:გეოლოგი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი(სტუ) სამთო ინჟინერ-მენავთობის სპეციალობით 1955 წელს.

მუშაობდა აზერბაიჯანში, 1958 წლიდან –"საქნახშირძიების" ტრესტის, ხოლო 1970 წლიდან – საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული გეოლოგიური სამმართველოს სისტემაში. იკვლევდა კვაისის ტყვია-თუთიისა და ერწოს ვერცხლისწყლის საბადოებს, ხელმძღვანელობდა საძიებო სამუშაოებს შაორის ქვანახშირის, მადნეულის პოლიმეტალებისა და ბარიტის საბადოებზე და საქართველოს მეტალების კომპლექსურ ექსპედიციას. მისი უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით დაძიებულია საქართველოს მინერალური რესურსების სამრეწველო მნიშვნელობის მრავალი საბადო. სასარგებლო წიაღისეულის საბადოების(მ. შ. მადნეულის საბადოს) წარმატებული ძიებისა და გეოლოგიური საძიებო სამუშაოებში მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის 1971 მიენიჭა სოციალისტური შრომის გმირის წოდება. 1973 წლიდან იყო ნავთობის საკავშირო სამინისტროს ტრესტ "საქნავთობის" მმართველი, 1975–2004 წლებში–საწარმოო გაერთიანება "საქნავთობის" გენერალური დირექტორი, დეპარტამენტ "საქნავთობის" თავმჯდომარე, სახელმწიფო კომპანია "საქნავთობის" პრეზიდენტი. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვის კათედრის პროფესორი (1982).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.-გვ.648; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.85

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეროვნული ენერგეტიკის აკადემია , წევრი
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია , ნამდვილი წევრი
  • საქარრველოს ნავთობის მრეწველობის სამეცნიერო-ტექნიკური საზოგადოება, თავმჯდომარე (1978-2002)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1981 - საქართველოს დამსახურებული მენავთობე
  • 1975 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: