The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკო ქორთუა

ნიკო ქორთუა
ოფიციალური სახელი:ნიკოლოზ ქორთუა
დაბადების თარიღი:7 ნოემბერი, 1922
გარდაცვ. თარიღი:1998  (75 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თელავის უნივერსიტეტის ეზო
კატეგორია:ისტორიკოსი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აბასთუმანი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1946 წელს.

1953-1957წწ. თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო დარგში. 1957-1984წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი, 1985 წლის სექტემბრიდან საქართველოს ვ.ი. ლენინის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სკკპ ისტორიის კათედრის გამგე. 60-მდე მეცნიერული შრომის ავტორია, მათ შორის მნიშვნელოვანი მონოგრაფები: "საქართველო 1806-1812წწ. რუსეთ-თურქეთის ომში" (თბ., 1964); "ამიერკავკასია რუსეთ-ირანის ომში 1826-1828" (თბ., 1979); "რუსეთის აღმოსავლური პოლიტიკის ისტორიიდან" (თბ., 1980) და სხვა. დიდი სამამულო ომის მონაწილე, მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1966). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.549; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.182; საქარტველოს ნეკროპოლი: geonecropol.comომგადახდილი მეცნიერები : საგამომცემლო ცნობები. კრებული / შემდგ.: გრიგოლ ბრეგაძე. - თბ., 2000. გვ. 110-111

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1944-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1997 - ღირსების ორდენი
  • 1982 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: