The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ხათუნა პატაშური

ხათუნა პატაშური
დაბადების თარიღი:19 მარტი, 1970  (54 წლის)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მეცნიერი, მთარგმნელი, ფილოლოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. დედოფლისწყარო.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1993 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი 1993 წელს(მეორადი), თბილისის სასულიერო აკადემიის ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტი(1996); 1993-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტი, 2003-2004 წლებში სწავლობდა ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტის ლიტერატურათმცოდნეობის(გერმანისტიკა) ფაკულტეტზე.

1994-2008 წლებში იყო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში, საღვთისმეტყველო ინსტიტუტში, ქართული ენისა და ლიტერატურის ლექტორი და სამეცნიერო მუშაობის ხელმძღვანელ-კოორდინატორი. 1994-1997 წლებში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, ქართული და საზღვარგარეთის ლიტერატურის ლექტორი. 1999-2000 წლებში მუშაობდა ფირმა "ომეგას" პრეს-ცენტრში, პრეს-მდივნად. 1992 წლიდან სალიტერატურო ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებს ლექსებს, სამეცნიერო სტატიებს, თარგმანებს. ფილოლოგიის დოქტორი(1999). 2005 წელს სამეცნიერო მიწვევით იმყოფებოდა ბერლინის ჰუმბოლტის სახელობის უნივერსიტეტში. 2014-2015 წლებში ლინგვისტური სტაჟირება გაიარა ქ. ნიცასა და ქ. ბორდოში(საფრანგეთი). 

სადისერტაციო თემა -"ქრისტიანული მოტივები გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში", დაიცვა 1999 წელს. 

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: