შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეზიკო ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1961 წელს. 1961 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" არქიტექტორად, უფროს არქიტექტორად, სექტორის უფროსად, არქიტექტურის სახელოსნოს ხელმძღვანელად (1975-1990), 1990-1992წწ. IX სტუდიის ხელმძღვანელად; 1992-1997წწ. შემოქმედებითი გაერთიანების "სვეტის" დირექტორად; 1997 წლიდან იყო I სტუდიის დირექტორი; 1980-1990წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; ნამუშევრები: თბილისში - 1-ელი საშუალო სკოლის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1992-1995), საქართველოს პროკურატურის ადმინისტრაციული შენობა (1980-1983), საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის აღდგენა-რეკონსტრუქცია (1974-1982), მეტროპოლიტენის სადგური "300 არაგველი" (ქვედა სადგური, 1965), საცხოვრებელი სახლები ატენის, ი. ნიკოლაძის, ი. აბაშიძის ქუჩებზე, ვაშლიჯვრის განაშენიანება, 9 სართულიანი საცხოვრებელი სახლები (1980), მიწისქვეშა გასასვლელები ვაკის პარკთან და ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან (1977-1979) და სხვა; არის საქართველოს არქიტექტორთა კავშირის I პრემიის ლაურეატი და სახელმწიფო ჯილდოების მფლობელი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1005; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.744; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.281 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |