The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერვანდ ქოჩარი

ერვანდ ქოჩარი
ოფიციალური სახელი:ერვანდ ქოჩარიანი
დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1899
გარდაცვ. თარიღი:22 იანვარი, 1979  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქ. ერევანი
კატეგორია:მოქანდაკე, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა თბილისის ფერწერისა და ქანდაკების სკოლასა (1915-1918) და მოსკოვის სახელმწიფო თავისუფალ სამხატვრო სახელოსნოებში (1918-1919). 1923 წლიდან მუშაობდა პარიზში. 1936 წლიდან სომხეთში. მისი დაზგური და მონუმენტური ქანდაკებისათვის ნიშანდობლივია მოძრაობის ექსპრესიულობა, ზოგჯერ სტილიზაცია. ნამუშევრები: ობელისკი ''არწივი'' (ბრინჯაო, 1955, ზვართნოცის გზაზე), დავით სასუნცის ძეგლი (სპილენძი, 1959) და ფ. ძერჟინსკის მონუმენტური ბიუსტი (სპილენძი, 1969 - ორივე ერევანი). ავტორია ფერწერული ტილოებისა და წიგნის ილუსტრაციებისა. მოქანდაკე, ფერმწერი და გრაფიკოსი.

წყარო : ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.553

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - სსრკ სახალხო მხატვარი
  • 1967 - სომხეთის სსრ სახელმწიფო პრემია

გააზიარე: