შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ჯაფარიძე![]()
ბიოგრაფიადაამთავრა ნოვოროსიის (ოდესა) უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი 1916 წელს. 1916 წლიდან ასწავლიდა ქიმიას ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში; 1926 წლიდან თბილისში გადმოვიდა; კითხულობდა ქიმიის სწავლების მეთოდიკის კურსს ა. პუშკინის სახ. პედაგოგიურ ინსტიტუტსა (ამჟამად ილიას უნივერსიტეტი) და მასწავლებელთა დახელოვნების რესპუბლიკურ ინსტიტუტში; 1968-1972წწ. რედაქტორობდა ჟურნალ "ქიმია და ბიოლოგია სკოლაში" (ჟურნალ "სკოლა და ცხოვრების" დამატება); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; საქართველოს სკოლებში ქიმიური ექსპერიმენტების სწავლების დამფუძნებელი; მრავალი მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს, ბროშურისა და წერილის ავტორი. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1006 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |