The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სტეფანე ჯაფარიძე

სტეფანე ჯაფარიძე
Date of birth:17 May, 1902
Date of death:17 June, 1979  (at 77 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდადი.

1923 წელს გადავიდა თბილისის კონსერვატორიასთან არსებულ დრამატულ ფაკულტეტზე, რომელიც 1925 წელს დაამთავრა. 1925-1959წწ. მუშაობდა თბილისის რუსთაველის სახ. თეატრში მსახიობად; როლები: კიკვიძე (ვ. დარასელის "კიკვიძე"), კარლ მოორი (ფ. შილერის "ყაჩაღები"), მირზა (ს. შანშიაშვილის "ანზორი"), ბარათაშვილი (ნ. შიუკაშვილის "სულელი"), შაჰი (დ. ერისთავის "სამშობლო"), შტუბე (ბ. ლავრენიოვის "რღვევა"), ალისტრახო ("შემოდგომის აზნაურები" დ. კლდიაშვილის მიხედვით), დიეგო (გ. მდივნის "ალკაზარი"), თედო (ს. კლდიაშვილის "გმირთა თაობა"), ზაზა  ს. მთვარიძის "შლეგი"), სიმონი (ა. მაშაშვილის "განგაში") და სხვა. 1926 წლიდან იღებენ კინოში; 1930 - მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებაში, საესტრადი ნომრებს ხშირად თვითონ წერდა. არის მისი ერთ-ერთი ფუძემდებელი; ს. ჯაფარიძე ქართული თეატრისა და განსაკუთრებით ესტრადის პოპულარული მსახიობი იყო. მისი არტისტიზმი განსაკუთრებულ გამოვლენას პოულობდა სახასიეთო როლებში; წარმატებით გამოდიოდა აგრეთვე  გმირულ-რომანტიულ სპექტაკლებში, რაშიც დიდად უწყობდა ხელს ფართო დიაპაზონის ხმა და ტემპერამენტი. ხელოვანმა დიდი ამაგი დასდო ქართულ ესტრადას, ქართულ საესტრადო სალაპარაკო ჟანრს.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1006; ხელოვნების კალენდარი თეატრი, მუსიკა, კინო -თბ., -1992 - გვ.70-71

Awards and Honors

  • 1965 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1943 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • საპატიო ნიშნის ორდენი

Share: