The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ ჩარკვიანი

იოსებ ჩარკვიანი
დაბადების თარიღი:8 ნოემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:19 სექტემბერი, 1959  (70 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი საჩხეური, წყალტუბოს რაიონი.

დაამთავრა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია 1914 წელს.

1918 წელს ლეჩხუმში მოაწყო საექიმო პუნქტი. 1923 წელს ქედაში გახსნა საავადმყოფო. 1923 წლიდან ბათუმში მუშაობდა. 1949-1959 წლებში ბათუმის მთავარი მეან-გინეკოლოგი იყო. 1957 წელს მისი თაოსნობით დაარსდა აჭარის მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარე  თვითონ იყო. პირველად მან შეასრულა და დანერგა აჭარაში საშოსმხრივი ექსტირპაციები. მეან-გინეკოლოგი, მეან-გინეკოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი დამაარსებელი აჭარაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1939).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.83; http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/142309

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1947-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1941 - საქართველოს დამსახურებული ექიმი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: