| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იოსებ ჩარკვიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი საჩხეური, ლეჩხუმის მაზრა. დაამთავრა ქ. პეტერბურგის სამხედრო-ქირურგიული აკადემია 1914 წელს. ქ. ყარსის ციხე-სიმაგრის უმცროსი ექიმი (1914); 1914-1919წწ. პირველი მსოფლიო ომის ირანის ფრონტზე მოქმედი არმიის დრაგუნთა მეცხრამეტე პოლკის უფროსი ექიმი; 1919-1923წწ. ლეჩხუმის სოფელ დერჩში მოაწყო საექიმო პუნქტი და პუნქტის გამგედ დაინიშნა; ქედის რაიონის საავადმყოფოს გამგეა (1923); 1923 წლიდან ბათუმის ქალაქის საავადმყოფოს გამგეა; 1923-1934წწ. ბათუმის ქალაქის საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების ექიმი-ორდინატორია; 1933-1937წწ. კითხულობდა ლექციებს მეანობა-გინეკოლოგიაში ბათუმის სამედიცინო სასწავლებელში; 1934-1941წწ. იყო ბათუმის ქალაქის სამშობიარო სახლის სამეანო-გინეკოლოგიური განყოფილების გამგე; 1939-1940წწ. ლექციებს კითხულობდა ფიზიოლოგიაში ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1949-1959წწ. ბათუმის მთავარი მეან-გინეკოლოგია; 1949 წლიდან იყო აჭარის რესპუბლიკური საავადმყოფოს გინეკოლოგიური განყოფილების გამგე; ავტორია 50-მდე ნაშრომისა, მათ შორის 1 მონოგრაფიაა; მისი შრომები შეეხება კლინიკური და თერაპიული მეანობისა და გინეკოლოგიის აქტუალურ საკითხებს, რომლებიც იბეჭდებოდა საქართველოსა და საბჭოეთის პრესტიჟულ ჟურნალებში; 1957 წელს მისი თაოსნობით დაარსდა აჭარის მეან-გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, რომლის უცვლელი თავმჯდომარე თავად იყო; პირველად მან შეასრულა და დანერგა აჭარაში საშოსმხრივი ექსტირპაციები; მეან-გინეკოლოგი, მეან-გინეკოლოგიური სამსახურის ერთ-ერთი დამაარსებელი აჭარაში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1939). პროფესორ ლევან ჩარკვიანის მამა. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.83; საქართველოს სამედიცინო კალენდარი, 2006 წელი / ჯუმბერ ქორჩილავა .-თბ.,2006.-გვ.763-765; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge; ი. ი. ჩარკვიანი : ნეკროლოგი // კომუნისტი. - თბილისი, 1959. - 24 სექტემბერი. -გვ.4 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

