The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ამირან ჩაჩავა

ამირან ჩაჩავა
დაბადების თარიღი:20 სექტემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:მაისი, 1993  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1951 წელს.

საბჭოთა კავშირ-ფინეთისა (1939-1940) და დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლების მონაწილე. 1955 წლიდან მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის რენდგენოლოგიის კათედრაზე (1977 წლიდან კათედრის გამგე იყო). იგი შეისწავლიდა ახალი რენდგენოლოგიური მეთოდებისა და მედიკამენტების გამოყენებას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სხვადასხვა პათოლოგიების დასადგენად. სხივური დაავადების ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციურ მდგომარეობაზე და სხვა. რენდგენოლოგ-რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი(1967), პროფესორი(1969). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ. 87; dspace.nplg.gov.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინგრადის საპატიო მოქალაქე
  • დიდების III ხარისხის ორდენი
  • სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: