The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



როდამ ჩაჩანიძე

როდამ ჩაჩანიძე
ოფიციალური სახელი:რაულ ჩაჩანიძე
დაბადების თარიღი:25 მაისი, 1926
გარდაცვ. თარიღი:1993  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი შუქრუთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1953 წელს.

მოთხრობათა პირველი კრებული "თეთრი ხომალდი" გამოსცა 1952 წელს. ეკუთვნის რომანები: "გზა ნავსადგურისაკენ მიდის" (1964), "ლურჯი წიგნი" (წგნ. 1-2, 1977-1979), "წითელი წვიმა ნილოსზე" (წგნ. I, 1985); ფანტასტიკური მოთხრობები: "ჩაძირული კუნძული" (1967), "ამიხოტის დაქცევა" (1976); მხატვრულ-დოკუმენტური მოთხრობები: "ოთხმოცი ათასი კილომეტრი წყალზე" (1969), "პამპერი" (1975); მოთხრობების კრებული "ოკეანის ლეგენდები" (1982) და სხვა. მისი ცალკეული თხზულებანი თარგმნილია რუსულ, ესტონურ, სომხურ, აზერბაიჯანულ, რუმინულ ენებზე. 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.88

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1952-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: