შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ჩაჩანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა. დაამთავრა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1954 წელს. 1955-1957 წლებში იყო საქართველოს ფილარმონიის მსახიობი. 1957 წლიდან ა. წერეთლის სახელობის ჭიათურის სახელმწიფო თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს სხვადასხვა ხასიათის როლები. მათ შორის აღსანიშნავია: საბა (გ. ხუხაშვილის "ცხოვრება კაცისა"), ხარიტონი (პ. კაკაბაძის "კოლმეურნის ქორწინება"), კირილე, ოტია ქამუშაძე (დ. კლდიაშვილის "სამანიშვილის დედინაცვალი", "ქამუშაძის გაჭირვება"), ჟამთაბერი (გ. ჯაფარიძის "ჟამთაბერის ასული"), გოროდნიჩი (გოგოლის "რევიზორი"), ნოდარი (ა. ბელიაშვილის "შვიდკაცა"), გიორგი (რ. თაბუკაშვილის "რაიკომის მდივანი") და სხვა. გადაღებულია ფილმებში: "სამანიშვილის დედინაცვალი" (კირილე), "ბათა ქექია" (ბათა) და სხვა. თეატრისა და კინოს მსახიობი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.88; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.161; ეროვნული ფილმოგრაფიის პორტალი: geocinema.ge; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.com ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |