The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ჯონდო ჯიბლაძე

ჯონდო ჯიბლაძე
ოფიციალური სახელი:ალექსანდრე ჯიბლაძე
დაბადების თარიღი:21 თებერვალი, 1929
გარდაცვ. თარიღი:1999  (69 წლის ასაკში)
კატეგორია:არქიტექტორი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადეგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1954 წელს.

1954 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" (1972 წლიდან ქალაქთგეგმარების განყოფილების უფროსი; 1974 წლიდან იყო თბილისის მთავარი არქიტექტორული გეგმარებითი სამმართველოს უფროსი, ქალაქის მთავარი არქიტექტორის პირველი მოადგილე; 1960 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტსა და თბილისის სამხატვრო აკადემიაში; ნამუშევრები: დიღმის საცხოვრებელი რაიონის დაგეგმარება (1960-იანი წლები, ავტორთა კოლექტივთან ერთად); თბილისის გენგეგმა 2000 წლისათვის (1971; ავტორი, პროექტის მთავარი არქიტექტორი; გ. შავდიასთან, ი. ჩხენკელთან, გ. ჯაფარიძესთან ერთად); რკინიგზის ვაგზლის შენობა თბილისში (1988; ავტორთა ჯგუფთან ერთად; საქართველოს სახელმწიფო პრემია, 1992); სახლების სერია დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში. ძეგლები თბილისში: გალაქტიონის (მოქანდაკე ჯ. მიქატაძე), აკად. გ. წერეთლის (მოქანდაკე გ. ოჩიაური). მონაწილეობდა კონკურსებში; დაჯილდოებულია სახელმწიფო ჯილდოებით.

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1009-1010; საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. -თბ., 2017.-გვ.748; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.199

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის გამგეობა, წევრი
  • საქართველოს არქიტექტორთა კავშირის პრეზიდიუმი, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქართული თანამედროვე არქიტექტურის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1992 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1971 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი
  • შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია

გააზიარე: