The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არჩილ ჩაჩიბაია

არჩილ ჩაჩიბაია
დაბადების თარიღი:9 მაისი, 1909
გარდაცვ. თარიღი:1990  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:ლიტერატურათმცოდნე, მწერალი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხაკაია (ყოფილი ახალსენაკი, ახ. ქ. სენაკი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1928 წლიდან მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად; 1931 წლიდან - კასპის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორი; 1937 წლიდან - ქ. თბილისის რაიონის განათლების განყოფილების ინსპექტორი; ამავე წლიდან - საქართველოს სსრ განათლების სამინისტროში ინსპექტორ-მეთოდისტი; 1941 წლიდან - პედაგოგიური სასწავლებლის სექტორის უფროსი; კითხულობდა ლექციებს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მეთოდიკაში უმაღლეს სასწავლებელში (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ზუგდიდის სამასწავლებლო ინსტიტუტი). ამ პერიოდში სისტემატურად აქვეყნებდა მეთოდურ-კრიტიკულ წერილებს გაზეთებსა და ჟურნალებში. ეკუთვნის მოთხრობები: (კრებული "მოთხრობები", 1948; "მწვერვალები", 1953; "მღვრიე ტალღებში", 1955; "მზე, ღიმილი და სიყვარული", 1964; "ბნელი კლდეების ხეობაში", 1968; "წაბლა", 1971), აგრეთვე გამოკვლევები ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკის, ქართული საბავშვო ლიტერატურის საკითხებზე ("ქართული კლასიკური და თანამედროვე მწერლობის სწავლების საკითხები", 1968; "ქართული საბავშვო ლიტერატურა", 1978; "თანამედროვეობა, მწერალი და მოზარდითაობა", 1984). მიღებული აქვს მთავრობის ჯილდოები. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1971).

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.88; წერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 2/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.326-331

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1936-)
  • სკკპ, წევრი (1942-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: