Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ჯიქური![]()
Biographyქართველი სახელმწიფო მოღვაწე XIII საუკუნის 40-50-იან წლებში, მესტუმრე (მანდატურთუხუცესის ხელქვეითი), მეფის ერთგული მოხელე. შეძლო ქვეყანაში წესრიგის დამყარება. როდესაც დავით VII ულუ ბათო-ყაენის ურდოში დაიბარეს, სახელმწიფოს გამგებლობა მან მწიგნობართუხუცესს კი არ დაუტოვა, არამედ დედოფალ ჯიგდა-ხათუნს და მესტუმრე ჯიქურს, რაც ქართული სახელმწიფო სამართლის უხეში დარღვევა იყო. ეს ფაქტი მონღოლთა შორის მიღებული წესის გავლენით უნდა აიხსნას. ჯიგდა-ხათუნის გარდაცვალების შემდეგ მეფის ახალ მეუღლეს გვანცასა და ჯიქურს შორის მტრული ურთიერთობა დამყარდა, რითაც ისარგებლეს მესტუმრის მოწინააღმდეგეებმა (მისი აღზევებით უკმაყოფილო ძირძველმა ფეოდალებმა). ჯიქურს დასწამეს საიდუმლო ურთიერთობა ილხანთან. დავით ულუმ ააკლებინა ჯიქურის სახლი, თავად ჯიქური ისნის ციხეში დაამწყვდევინა და საქმის გამოუძიებლად სიკვდილით დასაჯა (ისნის ციხიდან მტკვარში გადააგდებინა). მისი გვამი ქალაქის ღატაკებმა და ქვრივ-ობლებმა დამარხეს. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1010
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |