The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ ჯობაძე

ნოდარ ჯობაძე
დაბადების თარიღი:1930  (95 წლის)
კატეგორია:არქიტექტორი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი 1955 წელს.

1970 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტზე; 1955-1962წწ. მუშაობდა "თბილქალაქპროექტში" პროექტის მთავარ არქიტექტორად; 1962-1966წწ. სამხატვრო-საკონსტრუქტორო ბიუროს განყოფილების მთავარ არქიტექტორად; 1966 წლიდან ზონალური საპროექტო ინსტიტუტის I სახელოსნოს მთავარი არქიტექტორი; ნამუშევრები: თბილისში - სასტუმრო "კოლხეთი" (1962; თ. თევზაძესთან ერთად), სასტუმრო "ივერიის" რესტორნის დიდი დარბაზის და ღამის ბარის (1964), ღამის კლუბ "მუხამბაზის" (1973), საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის მიღებათა დარბაზის (1976-1982) ინტერიერები, კარდიოლოგიურ დაავადებათა აღდგენითი ცენტრი "ქართლი" თბილისის ზღვაზე (1974, მიშენება - 1987 წლიდან) ყველა არქიტექტორ ა. ბაქრაძესთან ერთად; ცენტრალური შადრევანი ვაკის პარკში (ვ. აბრამიშვილთან ერთად), აგრეთვე სასტუმრო "მედეა" ბათუმში (1984-1987; ა. ბაქრაძესთან ერთად), ი. ბერიტაშვილის მუზეუმი გურჯაანში (1987; ი. მოსულიშვილთან ერთად) და სხვა; პროფესორი (1998).

წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.1010

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1976 - საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი

გააზიარე: